Artfibers Gallery ონლაინ სამხატვრო გალერეაა, რომელიც პერსონალიზებული ნახატების შესრულების სერვისს გთავაზობთ.
გალერეა 2019 წლიდან ფუნქციონირებს და ამ დრომდე რამდენიმე კონცეფციური და სერვისული ცვლილება განიცადა.
„ჩვენი გუნდი ახალგაზრდა მხატვრებისგან შედგება, რომლებიც მაღალი ხარისხის ნახატებს ქმნიან. გარდა ამისა, მომხმარებლისთვის მაქსიმალურად დახვეწილი სერვისის შეთავაზებას ვცდილობთ. შეკვეთიდან ნამუშევრის ჩაბარებამდე დამკვეთებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, რაც მათი სურვილების გათვალისწინებას აადვილებს“, – აცხადებენ Artfibers Gallery-ში.

Artfibers gallery-ში ნამუშევრის შერჩევის შემდეგ, სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეცვალოთ მისი ზომა, ფერთა პალიტრა და სამუშაო მასალაც კი. Artfibers gallery-ს გუნდი ჩარჩოს შერჩევაშიც დაგეხმარებათ და ნახატის ადგილზე მიტანის სერვისითაც მოგემსახურებათ.
„ყველა მომხმარებელი ისეთივე ინდივიდუალური და საინტერესოა, როგორც მათ მიერ შერჩეული ნახატი, შესაბამისად, თითოეულ ნამუშევარზე მუშაობა რამდენადაც შრომატევადი, იმდენად სასიამოვნოა“, – აღნიშნავენ Artfibers Gallery-ში.
უახლოეს მომავალში Artfibers Gallery სპეციალური სივრცის გახსნას გეგმავს, სადაც მომხმარებელი ნამუშევრებს რეალურად ნახავს და მზა ტილოების შეძენასაც შეძლებს.

(R)
