საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს, რომლის თქმითაც, საქართველომ არამხოლოდ პანდემიით განპირობებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება შეძლო, არამედ მას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის.
ლევან დავითაშვილმა დეპუტატებს ადგილობრივი წარმოებისა და ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი პროექტები, მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელები გააცნო. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, 2023 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 7% შეადგინა. მოსალოდნელი პროგნოზით, 2024 და მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 23 100 ლარს გადააჭარბებს.
