მაისიდან, Jonas Brothers ევროპაში იმოგზაურებს, სადაც ახალი, ფანკით ინსპირირებული პოპ დისკის მხარდასაჭერ კონცერტებს გამართავს.
ცნობილია, რომ ძმები ჯონასები ისეთ ქვეყნებს ესტუმრებიან, როგორებიცაა: ნორვეგია, დანია, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია და მრავალი სხვა.
საგულისხმოა, რომ მსოფლიო ტურნეს – Five Albums. One Night ფარგლებში კევინი, ჯო და ნიკი მათ პერფორმანსებზე მისულ მსმენელს აქამდე გამოცემული ოთხი ფირფიტის სიმღერებსაც შესთავაზებენ.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 12 მაისს, Jonas Brothers-მა მეექვსე სტუდიური ალბომი – The Album გამოუშვა.
