ზუგდიდში მცხოვრები 16 წლის ნუცა ლაგვილავა University of Sussex-ის სტუდენტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა.
„მიზანი უნდა გქონდეს , რომ იცხოვრო. ოცნება უნდა გქონდეს, რომ იბრძოლო. ხო და, ჩემი მიზანი იყო, უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება შვილებისთვის, ჩემმა პატარამ და ამავდროულად დიდმა გოგომ კი, იბრძოლა, იოცნება და მიზანსაც მიაღწია.
ყველა დედისთვის შვილის წარმატება დიდი ჯილდოა და მე დღეს, ეს ჯილდო მივიღე. საოცრად მეამაყება, რომ მისი დედა ვარ და კიდევ უფრო ვამაყობ, რომ ჩვენ ეს, ერთად შევძელით. ქედს ვიხრი შენი შრომის წინაშე, დედი!
16 წლის ნუციკო University of Sussex-ის სტუდენტია“.
