LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ყველაზე უცნაური ავტომობილი გასაოცარი შიგთავსით

ბევრი კლასიკური მოდელი მოდური დიზაინით და გასაოცარი მახასიათებლებით გვაოცებს, თუმცა მათი თანამედროვე ანალოგები ყოველდღიური ექსპლუატაციისთვის ბევრად უფრო კომფორტულია.

იმისათვის, რომ ეს ორი უპირატესობა გააერთიანონ, ტუნინგ-ატელიეები უნიკალურ რესტომოდებს ქმნიან და ასეთ მანქანებს პატარ-პატარა ტირაჟებითაც კი უშვებენ. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში მსგავს პროექტებს თავად ავტომწარმოებლებიც აკეთებენ : ასე ისინი წარსულსა და თანამედროვეობას შორის პარალელებს აგებენ.

ჩვენს გალერეაში თავმოყრილია სარბოლო და საგზაო სპორტქარები, კომფორტული მოდელები, 1000 ძალის მასლ-ქარები და აღდგენილი კროსოვერები.