LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს გლოვის ზარი დაირეკა ჩვენთვის.. სიკვდილს რა ხელი აქვს შენთან, ჩვენო სათნო და კეთილო ნინი“ – სურამის N1 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მიხეილ მურვანიშვილის სახელობის სურამის N1 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. სკოლის ადმინისტრაცია ამავე სკოლის მოსწავლის გარდაცვალების შესახებ წერს:

„სიტყვები უძლურია იმ უბედურების გადმოსაცემად, რომელიც თავს დაგვატყდა… დღეს გლოვის ზარი დაირეკა ჩვენთვის… სიკვდილს რა ხელი აქვს შენთან, ჩვენო სათნო და კეთილო ანგელოზო, ნინი“, – წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიტყვები უძლურია იმ უბედურების გადმოსაცემად , რომელიც თავს დაგვატყდა… დღეს გლოვის ზარი დაირეკა ჩვენთვის … სიკვდილს რა ხელი აქვს შენთან , ჩვენო სათნო და კეთილო ანგელოზო 😭🧡ნინიი

Posted by სსიპ მიხეილ მურვანიშვილის სახელობის სურამის N1 საჯარო სკოლა on ხუთშაბათი, 07 მარტი, 2024

ცნობისათვის, გავრცელებული ინფორმაციით, სურამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე დღეს მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.