LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენიმე დღის წინ პარიზიდან მოვფრინავდი, მესაზღვრემ ჩემს პასპორტს ჩახედა, მერე მე ამომხედა: როდრიგეს? ნოუ, ლიკლიკადზე! იმდენი იცინა, კინაღამ გადატრიალდა სკამიდან“ – რას წერს დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე მოქალაქეებს სოციალური ქსელის მეშვეობით თავს გადახდენილ ისტორიებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად, ჟურნალისტი მორიგ სახალისო ამბავს იხსენებს:

„აეროპორტში რომ შევალ, პირველი რასაც ვაკეთებ, „დუტი ფრი“-ში უფასოდ ვისხამ სუნამოებს, რომელიც ტესტერის სახით დევს.

პარიზიდან მოვფრინავდი რამდენიმე დღის წინ და მესაზღვრემ როდესაც ჩემს პასპორტს ჩახედა, მერე მე ამომხედა და ღიმილით მითხრა:

-როდრიგეს?

-ნოუ, ლიკლიკადზე!

იმდენი იცინა მესაზღვრემ, კინაღამ გადატრიალდა სკამიდან. თურმე გულისხმობდა „ნარცისო როდრიგესი“ გასხია, ხომ?“ – წერს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.

აეროპორტში რომ შევალ პირველი რასაც ვაკეთებ დუტი ფრიში უფასოდ ვისხამ სუნამოებს, რომელიც ტესტერის სახით დევს. პარიზიდან…

Posted by Dato Liklikadze on ოთხშაბათი, 06 მარტი, 2024