მომღერალ ნუცა ბუზალაძის სიმღერის ვიდეო რგოლს, რომელიც ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარსადგენად გადაიღო ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ამ ფაქტის გამოწვეული სიხარული ნუცამ სოციალური ქსელის გამომწერებს ინსტაგრამზე გაუზიარა.
„ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა, უამრავი ლაიქი და კომენტარი. დიდი მადლობა ყველას“, – წერს ნუცა სოციალურ ქსელში.
Firefighter – ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომელიც დარკო დიმიტროვმა და ადა სატკამ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.
