მომღერალი მარიტა როხვაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს მორიგ შთამბეჭდავ ფოტოებს, რომლებიც მისი გასული დაბადების დღის წვეულებაზეა გადაღებული.
საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, რომ მომღერალმა დაბადების დღე რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, ამავე დღეს კი მას რჩეულმა ხელი სთხოვა.
ფოტოებში, რომლებსაც მარიტა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, ის თვალისმომჭრელად გამოიყურება: „სილამაზე“, „სასწაული“ – წერენ კომენტარებში მისი გამომწერები.
ფოტო, ვიდეო: მარიტა როხვაძე რჩეულთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს გვიზიარებს
