საქართველოს გიდების ასოციაცია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – ასოციაცია წერს თეა მელაძის შესახებ, რომელიც, მათი ცნობით, მოულოდნელად გარდაიცვალა.
„დაუჯერებელია ამ ფაქტის გააზრება რომ გვიწევს, რომ ამ ყველა გაგებით მშვენიერმა ადამიანმა მოულოდნელად დაგვტოვა…
ალბათ, გახსოვთ მისი მომღიმარი, სინათლითა და კეთილგანწყობით დამშვენებული სახე, პირველი რომ გეგებებოდათ ჩვენს ოფისში მოსვლისას, მისი ძალისხმევა და შემართებაც გეხსომებათ ყოველ საქმეში რასაც ხელს მოჰკიდებდა, მართული ერთი მთავარი მიზნით, უკეთესობისკენ შეეცვალა სამყარო თავის გარშემო..
თეა მელაძე გარდაიცვალა დღეს დილას.. მოულოდნელი ინფარქტით.. წარმოუდგენელია, სიტყვები არ გვყოფნის.
თეა, გვიყვარხარ, იშვიათია შენნაირი ნათელი ადამიანები, და შენც სულ იქნები ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში სინათლის სხივის სახით“, – წერია საქართველოს გიდების ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაუჯერებელია ამ ფაქტის გააზრება რომ გვიწევს, რომ ამ ყველა გაგებით მშვენიერმა ადამიანმა მოულოდნელად დაგვტოვა… ალბათ…
Posted by Georgian Association of Guides – SAGA on პარასკევი, 29 მარტი, 2024
