LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, 19 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

„ფორტუნა“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს, ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.