LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რა დროსაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, დედა-შვილი ტაქსით გადაადგილდებოდნენ.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ცნობით, დაშავდა ოთხი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ.