LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარიას ბათუმში 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ავარიას ბათუმში 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონის და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. BMW-ს ტიპის ავტომანქანა ტაქსის შეეჯახა. დაზიანდა პარკინგზე მდგომი 2 სხვა ავტომანქანაც.

თვითმხილველის თქმით, შეჯახების შედეგად ჯამში ოთხი ადამიანი გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში.

ადგილზე იმყოფება პოლიციაც.