„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები აღდგომის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ.
მათი ნაწილი ქაშვეთთან საღმრთო ლიტურგიას დაესწრო.
ვიდეო: „სადავოი კირიალესა”- ნინო ქათამაძის და აქციის მონაწილის გალობა ქაშვეთის ეზოში
მომიტინგეები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე სანთლებით, პასკებით და წითელი კვერცხებით იყვნენ მისული. მათ საავტომობილო გზაზე სანთლებით გააკეთეს წარწერა: „ენა, მამული, სარწმუნოება”.
მომიტინგეებმა რამდენჯერმე ერთად შეასრულეს საქართველოზე სიმღერებიც.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
