ოლივია როდრიგოს, რომელსაც პოპულარობა პირველ შეყვარებულთან – ჯოშუა ბასეტთან დაშორებით შთაგონებულმა სიმღერამ – Drivers License მოუტანა, ახალი ბოიფრენდი ჰყავს.
როგორც ჩანს, გასული წლის მეორე ნახევარში, ლუი პარტრიჯთან დაწყებული ურთიერთობა, სერიოზულია. ბოლო დროს, ისინი ხშირად ჩნდებიან ერთად და არც საზოგადოების თავშეყრის ადგილებს ერიდებიან.
ამჟამად, 21 წლის მომღერალი მეორე სტუდიური ალბომის – Guts მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეშია. 30 აპრილიდან, მან ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში გადაინაცვლა. მასთან ერთად იმყოფება პარტრიჯიც.
ინფორმაციისთვის, ლუი 20 წლის ინგლისელი მსახიობია, რომლის კარიერა სტარტს ბავშვობიდან იღებს, თუმცა ჯერჯერობით სერიოზული როლი არ შეუსრულებია.

