LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თქვენ გვაჩვენეთ ცოცხალი ქვეყანა, ახალი ენერგია, შემართება… თქვენი იმედი მაქვს” – პრეზიდენტი ახალგაზრდებს

თქვენ გვაჩვენეთ ცოცხალი ქვეყანა, ახალი ენერგია, შემართება…თქვენი იმედი მაქვს, – ასე მიმართავ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

,,მე მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს ახალგაზრდებს. იმიტომ რომ თქვენ გვაჩვენეთ ცოცხალი ქვეყანა, ახალი ენერგია, ახალი შემართება, როგორი გვინდა, რომ ვიყოთ ჩვენ და ისეთები ხართ.

პასუხისმგებლები, ენთუზიაზმით აღსავსე, მაგრამ ამავე დროს თავშეკავებულები, იცით, თუ რა რთულ გზაზე გავდივართ და ამიტომ მე მაქვს თქვენი იმედი, რომ ერთად ჩვენ გავივლით სწორედ ამ ძალიან რთულ გზას. ერთად და ამ ჩვენი პარტნიორების დახმარებით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.