LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქუჩაში ერთი ახალგაზრდა შემხვდა. ვერ მიცანითო? თქვენ რომ სტიპენდია დამინიშნეთ, უკვე სტუდენტი ვარო… ბევრმა მომწერა, ვიღაც ხალხი აგენტობას აბრალებსო, მე ჩვენი ქვეყნის აგენტი მგონია” – რას წერს გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს ლუკა ნაცვლიშვილის შესახებ, რომელიც საზოგადოებამ 2022 წლის სექტემბერში, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით გაიცნო – მან ბათუმის N7 სკოლაში რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დროშები ჩამოხსნა.

ვიდეო: დედაჩემს უთხრეს, ბავშვი სადაც გინდათ, იქ გადაიყვანეთო…აგრესორია, ხვალ შეიძლება რომელიმე რუს მოსწავლეს თვალები გამოთხაროსო – მოსწავლე, რომელმაც ბათუმის N7 სკოლაში რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დროშები ჩამოხსნა

„ამასწინ ქუჩაში ერთი ახალგაზრდა შემხვდა. მგონი ორი თვეა გასული ან ოდნავ მეტი. გამაჩერა. ვერ მიცანითო? გამოგიტყდებით – ვერ ვიცანი. ლუკა ვარ, ნაცვლიშვილი, ბათუმელი – თქვენ რომ სტიპენდია დამინიშნეთ, უკვე სტუდენტი ვარო.

ცოტა ხანი ვილაპარაკეთ. ცოდნაზე. განათლებაზე. ახლა ბევრმა მომწერა, ვიღაც ხალხი აგენტობას აბრალებსო. არ ვიცი – ვისას. მე ჩვენი ქვეყნის აგენტი მგონია“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კეკელიძე: ბათუმელ მოსწავლეს, რომელმაც სკოლის კედლიდან რუსეთის და აფხაზეთის დროშები ჩამოხსნა, ანწუხელიძის სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ

ამასწინ ქუჩაში ერთი ახალგაზრდა შემხვდა. მგონი ორი თვეა გასული ან ოდნავ მეტი. გამაჩერა. ვერ მიცანითო? გამოგიტყდებით – ვერ…

Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on ოთხშაბათი, 08 მაისი, 2024

„ჩვენი დიდი მეზობელი ქვეყნის სიწმინდის, დროშის ჩამომხსნელის თქვენგან წახალისებას არ ველოდი” – რა რეაქცია მოჰყვა ბათუმელი ბიჭის ანწუხელიძის სტიპენდიით დაჯილდოებას