LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილი აილიშმა არიანა გრანდეს ახალი დისკიდან მისი ფავორიტი სიმღერები დაასახელა

ბილი აილიშმა და არიანა გრანდემ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი მეგობრობა გულწრფელია.

ჯერ კიდევ 2020 წელს, როცა ,,გრემიზე” ბილი აილიშმა ნომინაციაში – ,,წლის ალბომი” მოიგო, სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ჯილდოს არიანა გრანდე იმსახურებდა.

,,ამ ჯილდოს არიანა იმსახურებდა” – ბილი აილიშის სიტყვით გამოსვლა ,,წლის ალბომის” ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

ახალგაზრდა არტისტებმა სასიამოვნო მომენტი, წლევანდელ ,,ოსკარებზეც” გაიზიარეს, როცა ნომინაციაში – ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერა” ბილიმ მოიგო, გამარჯვებული კი – არიანამ გამოავლინა.

ბილი აილიშს ისტორიული ,,ოსკარი” არიანა გრანდემ გადასცა

17 მაისს, ბილი აილიშმა მესამე სტუდიური ალბომი – Hit Me Hard and Soft გამოუშვა. სავარაუდოდ, ბილი და არიანა მომავალი წლის ,,გრემიზე” ისევ ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან. გრანდეს ახალი დისკიც, ცოტა ხნის წინ გამოვიდა.

ვიდეო: არიანა გრანდეს ახალ სინგლზე კლიპი მისი საყვარელი ფილმის შთაგონებით შეიქმნა

ახლახან, აილიშმა გრანდეს მეშვიდე სტუდიური ალბომიდან – Eternal Sunshine მისი ფავორიტი სიმღერები დაასახელა. 22 წლის შემსრულებლის თქმით, მას Yes, And? და Don’t Wanna Break Up Again მოსწონს.