LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 სელებრითი, რომლებსაც Facebook-ზე ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს

საზოგადოების უმრავლესობა ცნობილი ადამიანების ცხოვრებისა და კარიერის მნიშვნელოვან მოვლენებს, მათი პირადი სოციალური ქსელების საშუალებითაც იგებს. მათ შორისაა ,,ფეისბუკი”, რომელსაც სელებრითების გულშემატკივრები, მათი ფავორიტი ვარსკვლავების სიახლეების გასაზიარებლად ხშირად იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით, Facebook-ზე კუმირების აქტივობებს, თვალს მილიონობით ფანი ადევნებს.

2024 წლის მეორე ნახევრის მონაცემებით, პლატფორმაზე 10 ყველაზე ,,დაფოლოუებად” ცნობილ ადამიანს შორის, მომღერლები, ფეხბურთელები და მსახიობები შედიან.

გთავაზობთ იმ 10 სელებრითის სიას, რომლებსაც ამ დროისთვის, ,,ფეისბუკზე” ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს.

10. სელენა გომესი – 89 მილიონი გამომწერი

9. ჯასტინ ბიბერი – 91 მილიონი გამომწერი.

8. ნეიმარი – 92 მილიონი გამომწერი

7. ემინემი – 95 მილიონი გამომწერი

6. რიანა – 104 მილიონი გამომწერი

5. ვინ დიზელი – 106 მილიონი გამომწერი

4. ლიონელ მესი – 116 მილიონი გამომწერი

3. უილ სმიტი – 116 მილიონი გამომწერი

2. შაკირა – 124 მილიონი გამომწერი

  1. კრიშტიანუ რონალდუ – 170 მილიონი გამომწერი