LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეზობელმა დამირეკა, ჩვენი კორპუსი ინგრევაო..იპოთეკას ვიხდი 4 წელია, დარჩენილი მაქვს 6..ვის ვუხდი? ჰაერში ვიხდი, დაკითხვაზეა დაბარებული ის, ვინც ააშენა კორპუსი, ამბობს გავკოტრდიო, რა ვქნა დამიჭირონო“ – რა ინფორმაციას ავრცელებს მოქალაქე სოციალურ ქსელში

ვაშლიჯვარში ერთ-ერთი ახალაშენებული კორპუსი უნდა დაინგრეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კორპუსის ერთ-ერთი მკვიდრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც თინანო ბუჩუაძე ვიდეოში ამბობს, კორპუსი 2018-2019 წლებსი აშენდა, თავად კი იქ 2020 წელს დასახლდა.

თინანოს მსგავსად, ბინა კორპუსის მაცხოვრებლების უმრავლესობას იპოთეკით აქვთ შეძენილი.

„სამსახურში ვიყავი, როცა მეზობელმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩვენი კორპუსი ინგრევაო.

მოულოდნელობისგან ახლაც შოკი მაქვს.

იპოთეკას ვიხდი უკვე 4 წელია და დარჩენილი მაქვს 6 წელი.

რა გამოდის ვის ვუხდი? სად ვუხდი? ჰაერში ვიხდი. გადაგვანაწილეს სასტუმროში და ველოდებით სამშენებლო დასკვნას.

დღეს არის დაკითხვაზე დაბარებული ის, ვინც ააშენა ეს კორპუსი, ჩემს თავზე, მეათე სართულზე ცხოვრობს. ამბობს, რომ გავკოტრდიო, რა ვქნა მაშინ დამიჭირონო,“ – ჰყვება თინანო.