LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: „მეც ვფლობ ინფორმაციას, რომ ივანიშვილის პარტიის გარკვეულმა პირებმა, ვიზების შეზღუდვაზე შეტყობინება უკვე მიიღეს – მნიშვნელოვანია, პარალელურად ასეთი გადაწყვეტილება EU-ს ქვეყნებმა ინდივიდუალურადაც მიიღონ“

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სავიზო შეზღუდვის პარალელურად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურადვე მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები“, – ამის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ წევრების სანქცირების საკითხზე საუბრისას, ბოკუჩავამ ასევე თქვა, რომ ისიც ფლობს ინფორმაციას, ივანიშვილის პარტიის გარკვეულმა პირების შესახებ, რომლებმაც შეტყობინება უკვე მიიღეს და რომ მათი არსებული ვიზები ვალიდური აღარ არის.

ია მეურმიშვილი: „სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა უკვე ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სანქციები ნამდვილად იქნება“

„ეს არის სამოგზაურო შეზღუდვა. მე რამდენადაც ვიცი, ეს შეზღუდვა მათი ოჯახის წევრებსაც შეეხება. საქართველოში ამგვარი ინფორმაცია არ იმალება და დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაც მალე გაიგებს ამ პირების შესახებ, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმადგენელმა ისაუბრა, რომ სავარაუდოდ სანქციებს, არამარტო სამოგზაურო სახით, არამედ უახლოეს მომავალში, ფინანსური სანქციების სახითაც ვიხილავთ. სწორედ ამაზე ისაუბრა მილერმა.

კახა კალაძე: „ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ.. რამე მიზეზი თუ იცით, მითხარით და მივიღებ, შეიძლება ბოდიშიც მოვიხადო“

„როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ასანქცირებ, ამას საბაბი უნდა ჰქონდეს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ“.

ჩვენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარალელურ რეჟიმში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურ სანქციებზე იმუშაონ. უკვე ცნობილია, რომ ესტონეთის პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით მიდის საუბარი.

შალვა პაპუაშვილი: „ის, როგორც ევროპა საქართველოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ექცეოდა, რა თქმა უნდა, ევროპულ ღირებულებებში არანაირად არ ჯდება – იყო ისეთი ქცევა და მოწოდებები, რომელიც საქართველოს დააზიანებდა“

ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილება ერთია, მაგრამ ყველას აქვს უფლება, ინდივიდუალურად გამოიყენოს დისკრეციული უფლება, რომ ნებისმიერ პირს შეუზღუდოს საზღვრის გადაკვეთა.

ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სავიზო შეზღუდვის პარალელურად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურადვე მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები..“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მაჭარაშვილი: „არაერთხელ მოვუწოდე ოპოზიციას, რომ შავი სიზმრები და ხვრელები მათი ფანტაზიის ნაყოფი იყო და ნაკურთხი წყლისთვის მიემართათ.. თუ ისეთი სანქციებია მოსული, რომ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ, მაშინ შეიძლება მივიღეთ“

ინფორმაციისთვის, გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე აშშ-ს პასუხს განვიხილავს.

მისი თქმით, აშშ-მ სანქციების ახალი პოლიტიკის შესახებ განაცხადა, თუმცა ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებია.