LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 4 ივნისს მუსიკოს რომა რცხილაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს

დღეს, 4 ივნისს მუსიკოს რომა რცხილაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს.

საიუბილეო კონცერტს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს „ნატვრის ხე“ ჰქვია.

როგორც „ფორტუნასთან“ ინტერვიუში მუსიკოსმა აღნიშნა, არასოდეს ჰქონია პრეტენზია მისი ვარსკვლავი გაეხსნათ.

„არასდროს არ მქონია პრეტენზია ვარსკვლავის გახსნაზე, თუმცა ძალიან მიხარია, რომ ხალხია კმაყოფილი, ყოველდღე მხვდებიან, მილოცავენ და ვხვდები, რომ ამგვარი პატივი ჩემს მსმენელს უფრო სჭირდება, ვიდრე მე“, – აღნიშნა რომა რცხილაძემ.

საიუბილეო კონცერტში მონაწილეობენ „ქართული ხმები“, კვარტეტი „ოთხი“, ნიკოლოზ ხარატი, ოთო ბაზერაშვილი, დემეტრე ოქრიაშვილი და მარიამ მამისმედიშვილი, ვისთან ერთადაც რომა რცხილაძე დუეტში ახალ სიმღერას „იდუმალება“ ასრულებს.

ცნობისთვის, ვარსკვლავის გახსნის შემდეგ, რომა რცხილაძე ტურნეს იწყებს და კონცერტებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოივლის.