LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კაილი მინოუგმა ქანთრი სიმღერა კონცერტზე დააანონსა

ამ დღეებში, კაილი მინოუგმა ერთ-ერთი პერფორმანსისას, მსმენელი მოულოდნელი სიახლიით გააოცა. ავსტრალიელმა არტისტმა ახალი სიმღერის – Midnight Ride გამოსვლის შესახებ განაცხადა, რომელზეც ორვილ პეკთან და დიპლოსთან ითანამშრომლა.

კოლაბის პრეზენტაცია 56 წლის არტისტის კონცერტზე, თავად 36 წლის სამხრეთ აფრიკელი მუსიკოსისა და 45 წლის ამერიკელი დიჯეის თანხლებით შედგა. ცნობილი გახდა, რომ ტრეკი ოფიციალურად, 7 ივნისს დარელიზდება.

ჩანაწერი დისკოსა და ქანთრის სინთეზია.

View this post on Instagram

A post shared by Orville Peck (@orvillepeck)