LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კუხის საჯარო სკოლის ეტლით მოსარგებლე მოსწავლე „ბოლო ზარზე“ ცეკვავს – ამაღელვებელი კადრები

ცეკვის პედაგოგი, ქრისტინე ზაქრაძე სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ ასრულებს კლასელებთან ერთად „ბოლო ზარის ცეკვას“ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის მოსწავლე, ანუკი კაკაბაძე, რომელიც შშმ პირი და ეტლით მოსარგებლე გახლავთ.

ცეკვის მასწავლებელი edu.aris.ge-ს უყვება, რომ ეს ცეკვა ანუკიმ ოთხ გაკვეთილში შეისწავლა:

„თუ თქვენს სკოლაში სწავლობს შეზღუდული შესაძლებლობების ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ სრულფასოვნად ჩართოთ სასკოლო აქტივობებში. ამასთან, შესაძლოა, მეტი მუშაობა მოგიწიოთ, ან სულაც არ მოგიწიოთ, რადგან მოსწავლე უკიდეგანოდ ნიჭიერი იყოს. ეს ყველაფერი, რასაც ახლა ვიდეოში ვხედავთ, მართლაც დაუვიწყარი კადრებია…“, აღნიშნავს პედაგოგი.