კვლევითი ინსტიტუტი Capgemini, 71 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიო სიმდიდრის შესახებ უახლეს ანგარიშს აქვეყნებს.
The World Wealth Report-ის თანახმად, 2023 წელს იმ ადამიანების რაოდენობამ, რომელთა საინვესტიციო აქტივების ოდენობა სულ მცირე ერთ მილიონ დოლარს მაინც შეადგენს, 22 მილიონს გადააჭარბა, მათი საერთო ქონების ნიშნულმა კი თითქმის 87 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. როგორც ირკვევა, მაჩვენებლების ზრდა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივის აღდგენამ განაპირობა.
ანგარიშის მიხედვით, დღეისთვის ყველაზე მეტი – 475 მილიონერი (High-net-worth individual) აშშ-ში ცხოვრობს.
შეგახსენებთ, The World Wealth Report 1997 წლიდან იწარმოება.
