ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმრობდა.
ჭადრაკის დედოფალმა გადაცემაში გაიხსენა დრო, როდესაც პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ისაუბრა ახალ წამოწყებაზე და ახალგაზრდებს რჩევებიც გაუზიარა:
„ძალიან მიხარია, როდესაც ახალგაზრდები მაჩერებენ და მთხოვენ ფოტოს გადაღებას… მსოფლიო ჩემპიონი რომ გავხდი მამაჩემმა მითხრა – ერთ სადღეგრძელოს გეტყვი და მერე წადიო, ასწია ჭიქა და მითხრა, თავში არ აგივარდეს, პირდაპირ მითხრა – კი არ მომილოცა…“ ამბობს ჭადრაკის დედოფალი.
ნონა გაფრინდაშვილმა იმ ემოციებზე ისაუბრა, რაც სამშობლოში ჩამოსვლისას განიცადა, მაშინ, როცა პირველად გახდა ჩემპიონი:
„საქართველოში რომ შემოვედით ხალხი იყო ყველა ბაქანზე, თბილისში სადგურის მოედანი ისეთი გადაჭედილი იყო მამაჩემმა მარცხენა ფეხსაცმელი დაკარგა. მეორე დროს რაც მოხდა, შეხვედრა ოპერის თეატრში – მე მსგავსი რამ არ ვიცი…“- იხსენებს ნონა გაფრინდაშვილი.
♟️💕 ნონა გაფრინდაშვილი: " მამაჩემმა მითხრა თავში არ აგივარდესო, მსოფლიო ჩემპიონი რომ გავხდი…"♟️💕 ნონა გაფრინდაშვილი: "მამაჩემმა მითხრა თავში არ აგივარდესო, მსოფლიო ჩემპიონი რომ გავხდი…" 🤍💥 რა ასწავლა მარცხმა ქალს, რომელმაც ყველაფერი მოიგო?! – ზაკ მირიანაშვილის დილის ინტერვიუ ნონა გაფრინდაშვილთან #ნონა_გაფრინდაშვილი
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 04 ივნისი, 2024
