მიმდინარე წლის 26 მარტს, ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ქართველ ქომაგებს უდიდესი დღესასწაული მოუწყო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლით ისტორიული გამარჯვება აჩუქა.
საქართველო-საბერძნეთის მატჩის შემდეგ, გამარჯვების ემოციები არ ცხრება – ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს დღემდე ცხადად ახსოვს ყველა ემოცია და ყველა დეტალი, რომელიც იგრძნო და დაინახა სტადიონზე, მატჩის ბოლო წუთებზე.
სწორედ ამ წუთებში განცდილ ემოციებს იხსენებს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ჩვენები“, რომელიც ეთერში დღეს გავა.
გადაცემის ანონსში ზურიკო დავითაშვილი ამბობს:
„შუაში დარტყმა მქონდა გადაწყვეტილი, მეკარეს რომ შევედე, ისე შემომხედა…
[მე და გიორგი მამარდაშვილმა] თავები მივადეთ, აბა შენ იცი, ახლა კიდევ აიღებ-მეთქი [პენალტს]…
წარმოიდგინეთ, იმხელა ემოცია იყო, რომ კაშომ არ იცოდა, ეს პენალტი რომ გაგვეტანა, ვიგებდით“.
ზურიკო დავითაშვილი 👉 "ჩვენები" ➡️ რუსთავი 2-ის ეთერში.💬 იმხელა ემოცია იყო, რომ კაშომ არ იცოდა ეს პენალი რომ გაგვეტანა ვიგებდით – ზურიკო დავითაშვილი 👇 დღეს, 23:00 საათზე 👉 "ჩვენები" ➡️ რუსთავი 2-ის ეთერში.
Posted by Rustavi 2 • რუსთავი 2 on ხუთშაბათი, 06 ივნისი, 2024
