„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ გასული ეპიზოდის ერთ-ერთი სტუმარი მომღერალი მერაბ სეფაშვილი იყო.
მერაბ სეფაშვილმა შემოქმედებით საქმიანობასა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე ისაუბრა და ასევე გაიხსენა რთული პერიოდი, რომლის გავლაც შვილის ჯანმრთელობის პრობლემების გამო მოუწია:
„ჩემი უმცროსი შვილი რომ იყო ავად, ეს პრობლემა იყო [ყველაზე რთული] ამაზე საუბარი არც მიყვარს, მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა, ძალიან, იმიტომ, რომ იქ აღარ ვიცოდი [რა მექნა], ძალიან შემეშინდა“, – ამბობს მერაბ სეფაშვილი.
,,უმცროსი შვილის ავადმყოფობა იყო ის პრობლემა, რომლის გავლაც ძალიან გამიჭირდა"- მერაბ სეფაშვილი,,ჩემი უმცროსი შვილის ავადმყოფობა იყო ის პრობლემა, რომლის გავლაც ძალიან გამიჭირდა და შემეშინდა. " – მერაბ სეფაშვილი ⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე: https://instagram.com/nanukashow 🌟 ნანუკას 𝗧𝗶𝗸𝗧𝗼𝗸 გვერდი: https://www.tiktok.com/@nanukashow
Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show on ოთხშაბათი, 05 ივნისი, 2024
