გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ამსტერდამში, კერძო კომპანიების საერთაშორისო გამოფენაზე ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი.
Amsterdam Private Label Trade Show-ზე პროდუქცია 8 ქართულმა კომპანიამ წარადგინა. გამოფენის სტუმრები ქართულ თხილს, წვენებს, ჩიფსებს, ჯემებსა და კომპოტებს გაეცნენ.
გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია ესწრებოდნენ.
როგორც ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ აღნიშნა, ამსტერდამში გამართულ ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაზე ქართული მხარის მონაწილეობა მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის კუთხით.
Amsterdam Private Label Trade Show-ში 73 ქვეყნიდან 3000-მდე კომპანია მონაწილეობდა, მოწყობილი იყო 60-ზე მეტი საერთაშორისო და რეგიონული პავილიონი.
გამოფენაში მონაწილეობდნენ როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების სექტორის წარმომადგენლები.
