„კოსტა კრუიზები“ იტალიური საკრუიზო კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე 1948 წლიდან ოპერირებს.
75 წლის საკრუიზო კომპანიას ამჟამად 9 ლაინერი ჰყავს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ზღვებში ტურისტულ მარშრუტებს ასრულებენ – ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთ ევროპა, კარიბის ზღვა, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და შორი აღმოსავლეთი გახლავთ კომპანისს დაფარვის ამჟამინდელი არეალი.
„კოსტა კრუიზები“ გაყიდვების გაფართოებას ამიერკავკასიაში საქართველოდან იწყებს.
8 ივნისს სწორედ საქართველოში ჩატარდება პრეზენტაცია და გაცნობითი შეხვედრები ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისათვის.
ღონისძიებას სასტუმრო Swissôtel Tbilisi (სოლიკო ვირსალაძის #3) 10:30 საათიდან უმასპინძლებს.
პრეზენტაციას წარუძღვებიან „კოსტა კრუიზების“ ადგილობრივი პარტნიორი ანა კირკიტაძე, კომპანია „კრუიზერის“ დირექტორი, ასევე, „კოსტა კრუიზების“ გაყიდვების დირექტორი ალესანდრო ბოტარო და ამიერკავკასიის რეგიონის ხელმძღვანელი ომარ დელეპიანე.
(R)
