LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა ჯენეტ ჯექსონის კონცერტზე ის კოსტიუმი ჩაიცვა, რომელიც მომღერალს 1993 წელს ეცვა

კიმ კარდაშიანი ჯენეტ ჯექსონის მიმდინარე ტურნეს ერთ-ერთ პერფორმანსს დაესწრო. როგორც ჩანს, 43 წლის სელებრითი საღამოსთვის განსაკუთრებულად მოემზადა. ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ის კონცერტზე იმ ლუქით მივიდა, რომლითაც თავად საკულტო არტისტი, თითქმის სამი ათწლეულის წინ გამოჩნდა. საუბარია კოსტიუმზე, რომელიც 58 წლის მომღერალს 1993 წლის სიმღერის – If კლიპში ეცვა.

ჯენეტ ჯექსონმა ევროპული კონცერტები დააანონსა

ცნობილია, რომ კარდაშიანმა ჯექსონის ექსპონატი 2021 წელს, აუქციონზე, 25,000 დოლარად შეიძინა.