LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სევასტოპოლში სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ასამდე კი დაშავდა

დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, მინიმუმ, 3 ადამიანი დაიღუპა 100-მდე კი დაშავდა.

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ რაკეტა უჩკუევკას სანაპიროზე, ხალხის სიახლოვეს ჩამოაგდო, შესაბამისი ინფორმაცია „ტელეგრამ“ არხებზე ვრცელდება.

რამდენიმე რუსული „ტელეგრამ“ არხის ცნობით, თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდი დაიკეტა.