ქეთევან ენუქიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველო-ჩეხეთის მატჩის სიმბოლოდ მაინც ბუდუ ზივზივაძე იქცა.
როგორ ენუქიძე აღნიშნავს, ქართველებს განსაკუთრებით უყვართ ისინი, ვისზედაც, ფიქრობენ, რომ უსამართლოდ იჩაგრება.
„ჩემი უცნაური ხალხი!
ჩემი სათაყვანებელი ერი!
როგორ უყვარს ისინი, ვისაც, ფიქრობს, რომ უსამართლოდ ჩაგრავენ!
მაინც ბუდუა მათ გულში და მაინც ბუდუ იქცა ამ სანახაობების მთავარ გმირად, სიმბოლოდ!
ბევრი რაღაცის სიმბოლოდ;
დაუდგრომელი ქართული ხასიათის – პირველ რიგში!
როგორ მაბრაზებენ ამ ახირების გამო და მაინც კიდევ უფრო მეტად მაყვარებენ ამ შლეგ, გადარეულ ხასიათს, რომელიც ქართულ სისხლში ფუთფუთებს!
ბუდუა მათთვის სიკეთის, ზეიმის, გამარჯვების ამულეტი, იმიტომ, რომ სკამზე ზის და მთელი 90 წუთის განმავლობაში ბურთს ისე არ ელოდებიან კარში, როგორც ბუდუს მოედანზე!
ძალიან მიყვარხართ და ბედნიერი ვარ, თქვენ შორის რომ დავიბადე!“ – წერს ქეთევან ენუქიძე.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ბუდუ ზივზივაძეს ჩეხეთთან მატჩში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა.
