LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა მხარდაჭერისათვის! ახლა ჩვენი ბიჭების დროა“ – ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ენტონი სმიტი დაამარცხა

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ენტონი სმიტი დაამარცხა. სამრაუნდიან ორთაბრძოლაში ქართველის უპირატესობა აშკარა იყო და რომანმა მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (30:27, 29:28. 29:28) დაამარცხა.

დოლიძე პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც ერთდროულად ორი დივიზიონის რეიტინგშია.

„მადლობა მხარდაჭერისათვის! #10 ორ წონით კატეგორიაში⚔️ ახლა ჩვენი ბიჭების დროა ⚽️🇬🇪“, – წერს რომან დოლიძე.