LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ ასე ტკბილად იმღერეთ“ – ურსამ ზუგდიდელი მსმენელი აღაფრთოვანა

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში ურსას კონცერტი გაიმართა. როგორც ირკვევა კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

ჯგუფის სოლისტი გიორგი ძოწენიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები.

ტიკ-ტოკში გამოქვეყნებულ ვიდეოში, ურსას მიმდევრები სხვადასხვა რეგიონიდან უწერენ, რომ ჯგუფის წევრებმა მათ კუთხეშიც გამართონ კონცერტი. „სულ ასე ტკბილად იმღერეთ“, „გთხოვთ, ჩვენთანაც ჩამოდით“, „საუკეთესოები ხართ“, – უწერენ კომენტარებში მსმენელები.