მინიატიურული Fiat Topolino პლაჟის ელექტრომობილად გადააქციეს. 2023 წელს კომპანია Fita-მა მიკროქარი Topolino მცირე ზომის ელექტრომობილის სახით გააცოცხლა. ორიგინალურ ავტომობილს 1936 წლიდან 1955 წლამდე პერიოდში უშვებდნენ, აქტუალური ვერსია კი ელექტრონულ კვადროციკლად ითვლება და პლაჟზე სასიარულო სატრანსპორტო საშუალებად გამოიყენება.
კომპანია Castagna Milano-მ რომელიც უნიკალური ავტომობილების შექმნითაა დაკავებული, მდიდრული კვადროციკლის ორი ვერსია წარადგინა – სტანდარტული და დაგრძელებული ბაზით.
მოდელი სახურავის გარეშე დარჩა და ხის პანელებით გაფორმდა. სიახლემ 8 ძალის ელექტრო აგრეგატი შეინარჩუნა, რომელიც 5,4 კილოვატ საათიან ელემენტთან ერთად მუშაობს. ძრავათა ასეთი ვარიაციით ელექტროქარს ერთი დამუხტვით 75 კილომეტრის გავლა შეუძლია.
