LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BUSINESS SUMMIT 2024 – უნიკალური სივრცე B2B შეხვედრებისთვის

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციისა და პიარ საკონსულტაციო კომპანიის „ფეიმ კონსალტინგის“ ორგანიზებით, 5 ივლისს, სასტუმროში Hotels & Preference Hualing Tbilisi, დიდი ბიზნეს სამიტი ჩატარდება, რომელსაც როგორც ასოციაციის წევრი, ისე არაწევრი კომპანიების ტოპ მენეჯერები დაესწრებიან.  

სამიტზე განხილვის მთავარი თემები იქნება: როგორ შევქმნათ წარმატებული ბრენდი და ხელოვნური ინტელექტი – ახალი შესაძლებლობები წარმატებული ბრენდის შესაქმნელად.

500 დელეგატისგან შემდგარი სამიტი მოიცავს:

  • 30 კომპანიის სპეციალურ კორპორაციულ შეთავაზებას დამსწრე ბიზნესებისთვის
  • გამოფენა-გაყიდვას საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბიზნესების და მეწარმე ქალების მხარდასაჭერად
  • 10 წარმატებული ქართველი ბიზნესტრენერის მასტერკლასებს

ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ.

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია (SGBA) პირველი უნიკალური სივრცეა საქართველოში, რომელიც ქართულ ბიზნესებს, სტარტაპებსა და დარგობრივ ბიზნესს ასოციაციებს აერთიანებს.