LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის საზღვაო ავტომაგისტრალმა 10 მსოფლიო რეკორდი მოხსნა

ჩინეთში ახალი 24 კილომეტრიანი საზღვაო მაგისტრალი გაიხსნა თუ არა მაშინვე 10 მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა.

გუანგდონგის პროვინციაში მდებარე Shenzhen-Zhongshan Line წარმოადგენს  საზღვაო გვირაბების და ხიდების მთელ სისტემას, რომელიც ყველაზე ინოვაციური მეთოდებითაა აგებული.

ჩინეთი ამ მაგისტრალს 7 წლის განმავლობაში აშენებდა, თუმცა ეს ამად ნამდვილად ღირდა. ახალი გზატკეცილი ქალაქებს შორის გადაადგილების დროს 2 საათიდან 30 წუთამდე ამცირებს. გარდა ამისა, წყალქვეშა გვირაბების დამსახურებით მაგისტრალი სხვადასხვა ქალაქებს აეროპორტებთან აკავშირებს და მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე მისვლა ზედმეტი საცობების გარეშე შეუძლიათ.