LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

გასულ ღამეს, კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია.

ავარია კახეთის გზატკეცილზე – არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 პირი

როგორც „ფორტუნას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული ოთხი ადამიანიდან 2 ბოკერიას სახელობის კლინიკაში, 2 კი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

„ფორტუნა“ მომხდარის შესახებ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. „ფორტუნა“ ასევე ცდილობს გაარკვიოს, როგორია დაშავებულების მდგომარეობა – ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.