LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია ბობოყვათში -11 ადამიანი მსუბუქად დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბობოყვათში 11 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.

როგორც რადიო „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.