LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „2 აგვისტოს შევხვდებით უკვე დიდ სცენაზე“ – ლელა წურწუმიას თეთრი „ლუქი“, საყვარელი ჰიტები და ერთხმად ამღერებული დარბაზი: კადრები პოპ დივას კონცერტიდან

ლელა წურწუმიამ ბათუმში მორიგი კონცერტი გამართა.

კონცერტი, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, კლუბ „სოჰოში“ შედგა.

კადრებს სოციალურ ქსელში კახი მამულაშვილი გვიზიარებს.

როგორც მამულიჩა აღნიშნავს, ლელა 2 აგვისტოს უფრო მასშტაბურ კონცერტს გამართავს და ამასთანავე ახალ სიმღერასაც წარადგენს.

„ჩემო მეგობრებო დიდი მადლობა ყველას. 2 აგვისტოს შევხვდებით უკვე დიდ სცენაზე, რადგან აქ ვეღარ ვეტევით. ახალი სიმღერის პრეზენტაციაც იქ შესრულდება.

მადლობა ჩემს უმაგრეს მუსიკოსებს და მომღერლებს,“ – წერს კახი მამულაშვილი.