LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თურმე სტიქიაში 1 წამი 1 საუკუნეს უდრის“ – შოვის ტრაგედიას გადარჩენილი დავით ჯელაძე

შოვის ტრაგედიას გადარჩენილი დავით ჯელაძე, რომელიც ყველას კარგად ახსოვს, როგორი თავგანწირვით ამოჰყავდა სტიქიის ზონიდან ბავშვი მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ საბედისწერო დღეს ვერტმფრენს დააგვიანდა.

მისი თქმით, თურმე სტიქიაში 1 წამი 1 საუკუნეს უდრის.

„3 საათზე მოხდა ეს ყველაფერი და ვერტმფრენი დაბინდებისას 7-8 საათზე გამოჩნდა. თურმე სტიქიაში 1 წამი 1 საუკუნეს უდრის“, – ამბობს დავით ჯელაძე.

ცნობისთვის, შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 32-ის ცხედარია ნაპოვნი.

„ერთი წელი გავიდა ჯოჯოხეთური 3 აგვისტოდან. დრო ვერ შველის ამ ტკივილს…“ – შოვის სტიქიას გადარჩენილი ლანა ჯელაძე პოსტს აქვეყნებს