LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „ოკუპაცია დავიწყებული არაა, ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ! – საქართველო მყარად დარჩება ევროპულ გზაზე და მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს“

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს მტკიცედ აღუდგება.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„აგვისტო ტრაგიკულ მოგონებას შეიცავს საქართველოს ისტორიისთვის. 16 წელი რუსეთის უკანასკნელი შემოჭრიდან, ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ!

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

საქართველო მყარად დარჩება საკუთარ ევროპულ გზაზე და მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს”. – წერს ზურაბიშვილი.

მდინარაძე: „ჩვენ მოვიგეთ ორივე პროცესი სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში და დავამტკიცეთ, რომ ქართველი სამხედროები არა ომის დამნაშავეები, არამედ გმირები არიან – „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს