LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში ერთჯერადი ჭიქების მრავალჯერადი გამოყენების სისტემის დამსახურებით ბუნებას აღარ აბინძურებენ

ორჰუსში, დანიაში ბუნება დაახლოებით 300 ათასი ერთჯერადი ჭიქისგან გადაარჩინეს და ასეთი შედეგის მიღწევა მრავალჯერადი გამოყენების სისტემის დამსახურებით შეძლეს. სიახლის შესახებ forbes წერს.

წლის დასაწყისში ქალაქის 53-მა დაწესებულებამ მომხმარებლებისთვის მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების შეთავაზება დაიწყო. მყიდველმა დეპოზიტი უნდა შეიტანოს, შემდეგ კი ჭიქა ქალაქის მთელ ტერიტორიაზე განთავსებული 27 აპარატიდან ერთ-ერთში უნდა დააბრუნოს. ამის შემდეგ გასუფთავებულ ჭიქებს ისევ დაწესებულებებში წაიღებენ.

მთელი წლის განმავლობაში ორჰუსში 300 ათასი ასეთი ჭიქა გაიყიდა და ამ რაოდენობის ნაგვისთვის 3000 ნაგვის ურნა იქნებოდა საჭირო.



მსგავსი ინიციატივა – პლასტმასასთან ბრძოლის ევროპული სტრატეგიის ნაწილია. 2030 წლისთვის ევროკავშირში პლასტმასის ყველანაირი შეფუთვა ან გადამუშავდება ან მრავალჯერადად იქნება გამოყენებული.