LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ოლიმპიადაზე დღეს გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (+125კგ) იასპარეზებს.

თავისუფალ ჭიდაობაში წინასწარი შეხვედრები 13:00 საათიდან დაიწყება.

პეტრიაშვილი 2016 წელს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია, 2021-ში კი ტოკიოში ვიცე-ჩემპიონი გახდა.