LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 2 ადამიანი

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესით დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.