18 აგვისტოს, ჩოხატაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი თორნიკე კურცხალიძეა.
ჩოხატაურში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
არსებული ინფორმაციით, თორნიკე კურცხალიძე მოტოციკლით გადაადგილების დროს ელექტრობოძს შეეჯახა.
გარდაცვლილ ახალგაზრდას მეგობრები ემშვიდობებიან და მას სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსებს უძღვნიან:
„მხოლოდ მოგონებები თოკა? მხოლოდ მოგონებები ძმაო? ვერ ვიჯერებ, თოკა, ვერა, გესმის? ვერასდროს დავიჯერებ იმას, რომ შენს ღიმილს ვეღარ დავინახავ, შენს ხმას ვეღარ გავიგებ. ნუთუ ამაზე დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო ჩვენი ურთიერთობა? მიყვარხარ სიცოცხლით გაუმაძღარო, ჩემს გულში ყოველთვის ცოცხალი იქნები“.
მხოლოდ მოგონებები თოკა?მხოლოდ მოგონებები ძმაო?💔ვერ ვიჯერებ თოკა ვერაა გესმისს?💔ვერასდროს დავიჯერებ იმას რომ შენს ღიმილს ვეღარ დავინახავ,შენს ხმას ვეღარ გავიგებ💔ნუთუ ამაზე დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო ჩვენი ურთიერთობა?💔მიყვარხარ სიცოცხლით გაუმაძღარო 💔ჩემს გულში ყოველთვის ცოცხალი იქნები💔🕊️
Posted by რატი მელაძე on ორშაბათი, 19 აგვისტო, 2024
თოკო დაუჯერებელია შენი წასვლა. უფალმა ნათელში გამყოფოს 😭💔💔
Posted by თამთა გორგილაძე on ორშაბათი, 19 აგვისტო, 2024
„ჩვენ რა ვქნათ უშენოდ, ჩვენ ხომ ერთად ბევრი გეგმები გვქონდა, ბევრი ბედნიერი დღეები გველოდა წინ. გაგვამწარე ყველა, უშენოდ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება“.
ჩვენ რა ვქნათ უშენოდ ძმაო 😭 ჩვენ ხომ ერთად ბევრი გეგმები გვქონდა😭ბევრი ბედნიერი დღეები გველოდა წინ😭😭😭 გაგვამწარე ყველა უშენოდ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება 😭😭
Posted by ნინა ჭაღალიძე on ორშაბათი, 19 აგვისტო, 2024
„რატომ ასე ადრე თოკა, რატომ! ჩემო ძმობილო, არასდროს დამავიწყდება შენი მოღიმარი, ლამაზი სახე, ყოველთვის მემახსოვრები“.
რატო ესე ადრე თოკა , რატოოო! რატოო! ჩემო ძმობილო არასდროს დამავიწყდება შენი მომღიმარე ლამაზი სახე. ყოველთვის მემახსოვრები ნათელი და სანთელი შენს ლამაზ სულს 😔😔😔😔😔💔💔💔💔💔
Posted by ვაჟა წიტაიშვილი on ორშაბათი, 19 აგვისტო, 2024
„შენს სუფთა გულს ვენაცვალე ძმაო. მთელი ბათუმის სიამაყე და ყველას მეგობარი იყავი, ვინც კი გიცნობდა ძმაო. „მეგობრის სიკვდილი საკუთარი სულის ნაწილის სიკვდილს ჰგავს“, მშვიდობით“…
შენ სუფრთა გულს ვენაცვალე ძმაო😥 ნათელში იყოს შენი სული თოკა❤️🔥 მთელი ბათუმის სიამაყე და ყველას მეგობარი იყავი ვინც კი გიცნობდა ძმაო😥 "მეგობრის სიკვდილი საკუთარი სულის ნაწილის სიკვდილს ჰგავს." მშვიდობით😔
Posted by Davit Dolidze on ორშაბათი, 19 აგვისტო, 2024
