LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილი ნახევარფინალში იასპარეზებს – ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ძმამ მერვედფინალში ამერიკელ, ხოლო მეოთხედფინალში ყირგიზ ფალავანს სძლია

იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, 17-წლამდე სპორტსმენთა შორის დღეს ასპარეზობა ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ხუთი ქართველი მოჭიდავიდან ტურნირის ნახევარფინალში გასვლა მხოლოდ კონსტანტინე პეტრიაშვილმა მოახერხა.

ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ მერვედფინალში ამერიკელ, ხოლო მეოთხედფინალში ყირგიზ ფალავანს სძლია და მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში იჭიდავებს.

პეტრიაშვილი ფინალში გასასვლელად 18:00 საათზე გამოვა.

დღესვე შეჯიბრების ფინალურ ბლოკში ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. მისი მეტოქე ირანელი რეიზა აფშარი იქნება. გიგია ლუქუნიძე (110 კგ), თემურ თუთარაშვილი (48 კგ) და რატი რევაზაშვილი (65 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

ფოტო: პირველი არხი

კონსტანტიმე პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4ფინალშია 🇬🇪🤼‍♂️ 🎥1/8ფინალური შეხვედრა

Posted by GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on შაბათი, 24 აგვისტო, 2024