LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: „26 ოქტომბერს არჩევანი ძალიან მარტივია: ირჩევ კეთილდღეობას ევროპაში, თუ სიღატაკეს – იზოლაციაში – ჩვენი არჩევანი არის განვითარება და მეტი წინსვლა“

„დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს კეთილდღეობა ევროპაში აუცილებლად გაიმარჯვებს სიღატაკეზე იზოლაციაში. იმიტომ, რომ ჩვენი არჩევანი არის განვითარება და მეტი წინსვლა“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია.

ალეკო ელისაშვილი: „ბოიკოტი გაუგებარ საკითხს კი არ გამოვუცხადე, არამედ იმ პარლამენტს, სადაც უმრავლესობაში რუსული აგენტურაა“

გარდა ამისა, არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში, ვაშაძემ ხალხს „ეროვნული თანხმობის აქტის გამოცემა შესთავაზა, რათა საქართველოში აღარ იყოს მტრობა, პოლარიზაცია, დაყოფა და დაპირისპირება“.

„26 ოქტომბერს არჩევანი ძალიან მარტივია: ირჩევ კეთილდღეობას ევროპაში, თუ სიღატაკეს – იზოლაციაში. ირჩევ „ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, ხაზავ 5 ნომერს, ანუ ირჩევ კეთილდღეობას ევროპაში, თუ ხაზავ 41 ნომერს და ირჩევ სიღატაკეს იზოლაციაში. მოდი ვნახოთ, რას გთავაზობთ ჩვენ და რას – „ქართული ოცნება“.

„ქართული ოცნება“ ღიად ამბობს, რომ გთავაზობთ დაყოფას, დაპირისპირებას და მეტ პოლარიზაციას. ყველა მათი ლიდერი გამოდის და იმუქრება ყოველი მათი პრეზენტაციის დროს. ეს არის პრობლემა, რომელიც მათ მოიტანეს ამ ქვეყანაში.

ჩვენ გთავაზობთ ერთიანობას და ეროვნულ თანხმობას. 26 ოქტომბერს ჩვენი ყველას ერთად გამარჯვების შემდეგ, გთავაზობთ, რომ ეროვნული თანხმობის აქტი გავაკეთოთ, რათა ამ ქვეყანაში აღარ იყოს მტრობა, პოლარიზაცია, დაყოფა და დაპირისპირება.

გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ მოაქვს სიღატაკე და იზოლაცია, ამიტომაცაა, რომ მათ ხალხი ზურგს აქცევს – დღეს მათი მხარდაჭერა 20%-ია“

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის, ერთიანობის, ოპოზიციის საერთო ფრონტის ეშინია და ამიტომაცაა, რომ „სიგიჟეებს საუბრობენ“.

„ქართული ოცნება“ გთავაზობთ დიქტატურის დამყარებას. ისინი ამბობენ, რომ გააუქმებენ თავისუფალ მედიას, გააუქმებენ სამოქალაქო სექტორს და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ამის ნათელი დასტურია სენატორი ჯინ შაჰინის განცხადება, რომელიც ღიად ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიქტატურის დამყარების გზა აირჩია.

ჩვენ ამის საპირისპიროდ გთავაზობთ ევროპული ტიპის დემოკრატიას, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სადაც სასამართლო იცავს ადამიანის უფლებებს და სადაც არავინ არ დგას ვინმეს ზემოთ და მაღლა.

„ქართული ოცნება“ გთავაზობთ იზოლაციას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის საბოლოოდ დაბლოკვას. ეს იმიტომ, რომ ეს პროცესი უკვე შეჩერებულია და მათი გამარჯვება ნიშნავს, რომ საბოლოოდ გაჩერდება ევროინტეგრაციის პროცესი. იზოლაცია კი ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება გაგვიუქმდეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.

რასა იუკნევიჩიენე: „ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს: სურთ ევროპულ გზას გაყვნენ თუ „რუსკი მირის”

ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ჩვენთვის. ხოლო ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციას, ევროკავშირის პასპორტს, რომელიც ყველაზე დაცული პასპორტია მსოფლიოში.

ამასთან, გთავაზობთ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან. „ქართული ოცნება“ გთავაზობთ დასავლური ინვესტიციების შეჩერებას. სამწუხაროდ, უკვე ფაქტია, რომ ბევრი ფინანსური ინვესტიცია ჩერდება ქვეყანაში.

ჩვენ კი გეუბნებით, რომ ჩვენი გამარჯვებისთანავე, ავამოქმედებთ 14-მილიარდიანი აღმშენებლობის ფონდს საქართველოსთვის. ესენი არიან ამერიკული და ევროპული ფონდები, რომლებსაც მოვიზიდავთ და რომელიც ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს.

„როგორც გერმანელებმა მოაშორეს „ნაციონალ-სოციალისტები“ თავის დროზე საკუთარ ქვეყანას ძალიან მარტივად და მკაცრად, ასევე უნდა მოვაშოროთ ჩვენ ეს უბედურება, „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჩვენს ქვეყანას“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება“ გეუბნებათ, რომ დღეს ძალიან კარგად ცხოვრობთ და ის დაბალი ხელფასები და უმუშევრობა, რომელიც არის, აბსოლუტურად ნორმალური და კარგია; რომ თურმე 300-400 ლარიანი სამსახური თურმე სამსახურია და ეს არის ის ხელფასი, რომლითაც უნდა იცხოვროთ. ჩვენ კი გეუბნებით, რომ საშუალო ხელფასი უნდა იყოს 3 500 ლარი. მინიმალური ხელფასი კი – 1 500 ლარი.

ეს არის ნაწილი იმის თუ რა არჩევანის წინაშე დგახართ ყველანი 26 ოქტომბერს. დარწმუნებული ვარ, რომ კეთილდღეობა ევროპაში აუცილებლად გაიმარჯვებს სიღატაკეზე იზოლაციაში. იმიტომ, რომ ჩვენი არჩევანი არის განვითარება და მეტი წინსვლა“. – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.