LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ღამით მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ბიძგები თბილისის დროით 02:30 საათზე დაფიქსირდა.

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 4.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისთან, თბილისიდან 49 კილომეტრის დაშორებით იყო.